
პარლამენტმა სისხლის სამართლისა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები
დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე
ძალადობაზე სასჯელი მკაცრდება
, ამასთან განსაკუთრებულ შემთხვევებში უბანთან პოლიციელების
მობილიზება დასაშვები ხდება. ცვლილებას ოპოზიცია მხარს არ უჭერს.
რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით მთავრობა კორცხელის ინციდენტის
შემდეგ გამოვიდა.