
სამეგრელოში მარულა 2016 გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საცხენოსნო
სანახაობები, შეჯიბრი ჭიდაობაში და სხვა აქტივობები ჩატარდა. მარულა
2016-ს პრემიერ-მინისტრი გიორგი
კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ. სენაკში ქართულ-ჩინური
საინვესტიციო პროექტის განხორციელებაც დაიწყო. პარალელურად გიორგი
კვირიკაშვილმა სენაკის-აკაკი ხორავას დრამატული თეატრის
სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა.