
ჩარგალში, ვაჟა -ფშაველას სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზები
სავალალო მდგომარეობაშია. ჩამოშლილია კედლები და 1300-მდე ექსპონატი
არასამუზეუმო პირობებში იმფოფება
. ადგილობრივები და ჩასული სტუმრები მოუწყობელი გზებისა და
კომუნიკაციების არქონაზე საუბრობენ. რეგიონის მიმდებარე სოფლები
თითქმის დაცლილია. ისინი დახმარებას ხელისუფლებისგან ელიან.