
28-ს მინუს ერთი. ევროკავშირს გაერთიანებული სამეფო დატოვებს.
გადაწყვეტილება რეფერენდუმზე მისული მოსახლეობის დაახლოებით 52%-მა
მიიღო. გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის დღე
- ასე შეაფასეს გამარჯვება ევროგაერთიანების დატოვების მომხრეებმა.
შედეგების გამოცხადების შემდეგ მოსალოდნელი განცხადება გააკეთა
პრემიერ მინისტრმაც. ის პოსტს ოქტომბერში დატოვებს.