
დევდორაკის ხეობაში სტიქიის შედეგებისა და მისი სალიკვიდაციო
სამუშაოების შესახებ, კრიზისების მართვის საბჭოში ბრიფინგი გაიმართა
. საბჭოს ხელმძღვანელის მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, გზის აღდგენითი
სამუშოები სავარაუდოდ 3 კვირაში დასრულდება. ხეობის რისკ ზონიდან
ევაკუაცია დასრულდა. ამ დროისათვის მიმდინარეობს დაზიანებული
ადგილების შესწავლა-შეფასება და შესაბამისი ტექნიკის მობილიზაცია.
ხეობაში მუშაობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი.
სწორედ მათი ნებართვის შემდეგ დაიწყება გზის აღდგენითი სამუშაოები.
ადგილზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის და ფიზიკური პირების
გადაადგილება.