
საარჩევნო კოდექსში იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული
ცვლილებების მიხედვით, პოლიციას შუძლია გამოცხადდეს საარჩევნო უბნის
მიმდებარედ
, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გამოძახების გარეშეც.
,,რესპუბლიკურმა პარტიამ" მოითხოვა კანონში შევიდეს დამატება, იმის
შესახებ რომ პოლიციამ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია დატოვოს
ინციდენტის ამოწურვის შემდეგ. საკითხზე პოზიცია დააფიქსირა
,,ეროვნულმა ფორუმმა" და ,,თავისუფალმა დემოკრატებმა". თავისუფალი
დემოკრატების თქმით ეს არის ცვლილება რომლის მიხედვითაც ხდება
საარჩევნო უბნებზე პოლიციის დაპატიჟება, ისინი ამ ცვლილებას მხას არ
უჭერენ. დავით უსუფასვილის პოზიცია საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ
ცვლილებებთან დაკავშირებით ემთხვევა კანონპროექტის ავტორის ვახტანგ
ხმალაძის პოზიციას. ქვეყნის მთავარი კანონმდებლის თქმით,
კანონპროექტში უნდა გაკეთდეს ჩანაწერი, რომ პოლიციამ უნდა დატოვოს
ტერიტორია ინციდენტის ამოწურვის შემდეგ, ასევე საარჩევნო უბნის
მიმდებარედ უნდა იმყოფებოდეს პოლიცია