სიახლეები
დონალდ ტრამპი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებით კმაყოფილია
გაერთიანებულ სამეფოში გამართულ რეფერენდუმს პირველი შედეგები უკვე მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა ოქტომბერში თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება. ამას გარდა გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის არჩევანი მკვეთრად აისახა ეროვნულ ვალუტაზე. ფუნტი სტერლინგი 10%-ით გაუფასურდა და 1985 წლის შემდეგ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.რეფერენდუმის შედეგებმა როგორც ევროპულ ასევე აზიის ფინანსურ ბირჟებსა და კომპანიების აქციებზე მოახდინა გავლენა. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ერთობისკენ მოუწოდა. შედეგებით კმაყოფილება გამოხატა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ბრიტანელმა ამომრჩეველმა საკუთარ სახელმწიფოზე კონტროლი აღადგინა.
Print