
საქართველოს პატრიარქი ბართოლომეოს პირველს, კონსტანტინოპოლის ახალი
რომის მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს მიმართავს
. ილია მეორე იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ქართული ეკლესიის
წარმომადგენლები წმინდა კრებას არ დაესწრნენ. ციტატა წერილიდან:
"სხდომის დადგენილებები თქვენც გადმოგეგზავნათ და სხვა ადგილობრივი
ეკლესიების მეთაურებსაც. მასში აღნიშნული იყო ის კონკრეტული მიზეზები,
რამაც განაპირობა ჩვენი ჩამოუსვლელობა. ამიტომაც არასწორია კრებაზე
საქართველოს ეკლესიის დელეგაციის არ დასწრების პოლიტიკურ, ან
ნებისმიერ სხვა, ჭრილში გადატანა. ამასთან აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად
ჩვენი არყოფნისა, თვალს ვადევნებთ სხდომების მიმდინარეობას და
ვიმედოვნებთ, რომ, ღვთის მადლით, საბოლოო შედეგები მისაღები იქნება
ეკლესიის სისავსისათვის",- ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ
გავრცელებულ წერილში.