
გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობამ ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა
მხარი. ევროგაერთიანების დატოვებას მხარი არჩევნებზე მისულთა 51.9%-მა
დაუჭირა
. პირველი კომენატრი გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. დევიდ
ქემერონის აზრით გაერთიანებულ სამეფოს ახალი მმართველი სჭირდება.
ქემერონის თქმით ის ოქტომბერში დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.
რეფერენდუმში მონაწილეობა შესაძლო 46 მილიონიდან მხოლოდ 33-მა
მილიონმა მიიღო. რეფერენდუმის პარალელეურად ფუნტმა სტერლინგმა 1985
წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია. დამოუკიდებლობის
პარტიის ლიდერმა 23 ივნისს გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის დღე
უწოდა.