
მერვე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა
იწყება.დეპუტატებს დღეს დატვირთული სამუშაო დღე აქვთ.განსახილველი
კანონპროექტების გარდა დღის წესრიგშია საქართველოს სახალხო
დამცველის 2015 წლის ანგარიშის მოსმენა.კანონპროექტებს შორის კი
მნიშვნელოვანია იუსტიციის სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში მომზადებული ცვლილებები რომელიც საარჩევნო
საკითხებს ეხება.