სიახლეები
გერლიანს ბრალი წაუყენეს
ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულ დავით გერლიანს ბრალს დღეს წაუყენებენ. ე.წ. კანონიერ ქურდი დავით გერლიანი-ჩაჩიბაია საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, თავად დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრობას უარყოფს და აცხადებს, რომ უკრაინიდან მის საქართველოში გამოგზავნა "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის მიერ დადგმული სცენარით მოხდა.
Print