
ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებს.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა მათ იარაღთან დაკავშირებით აქვთ. ადვოკატის
განცხადებით
, პროკურატურას დნმ-ის კვალის იდენტიფიცირებისთვის საქმის მასალების
მიხედვით, არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია. ზურა
კიწმარიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი თხოვნისა, საგამოძიებო
უწყებამ არ მოახდინა, ეროსი კიწმარიშვილის პირადი კომპიუტერის
დათვალიერება და მისი სოციალური ქსელის შემოწმება. მისი თქმით, ეროსი
კიწმარიშვილის სიკვდილის შემდეგ , ერთ-ერთმა პირმა მისი სოციალური
ქსელი გატეხა, რაზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ზურა
კიწმარიშვილის ინფორმაციით მომხდარზე ერთი პირი დააკავეს, თუმცა
შემდეგ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.