
"საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომლის ერთ-ერთი ძირითადი
სიახლე საარჩევნოდ პარტიებს შორის უფასო სარეკლამო დროის
გადანაწილებას ეხება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტი 80 ხმით მიიღეს. ცვლილებებით, იმ სუბიექტთა წრე
ფართოვდება, რომლებსაც უფასო საეთერო დროის გამოყენების შესაძლებლობა
ეძლევათ.