
ალეკო ელისაშვილი, დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსს
კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით
, დიმიტრი მოსულიშვილმა, საბურთალოს ქუჩაზე, სახლის მშენებლობაზე
ნებართვა გეოლოგიური დასკვნის გარეშე გასცა. ელისაშვილმა, თბილისის
პროკურატურას და თბილისის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს
დეტალური ინფორმაცია აღნიშნულზე უკვე მიაწოდა.