სიახლეები
ვიზალიბერალიზაცია - შეფასებები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტმა, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას მხარი ერთხმად დაუჭირა. შეხვედრის შემდეგ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია , რომ საქართველომ მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება და რეკომენდაცია შეასრულა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტში მიიჩნევენ, რომ საქართველო ორგანიზებულ დანაშაულთან, ტრეფიკინგთან და ტერორიზმთან ბრძოლაში საიმედო პარტნიორი იქნება. ევროკავშირის უმაღლესი კომისრის - ფედერიკა მოგერინის თქმით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტზე, ნიდერლანდების სამეფომ უნდა დააყენოს.ქვეყნის მთავარი დიპლომატის მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას, თუმცა კონკრეტული თარიღი კვლავ უცნობია.
Print