სიახლეები
ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციაზე იმსჯელა
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა."ჩვენ განვიხილეთ საქართველოსთვის ვიზალბიერალიზაციის დაწესების საკითხი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის ჭრილში. ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ ნათლად დაადასტურა, რომ უდავოდ, საქართველომ შეასრულა ყველა პირობა", - აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ. სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თარიღად სავარაუდოდ შემოდგომას ასახელებენ. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ეს ვადები დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ პროცედურებთან.
Print