
მეტადონით ჩანაცვლების პროგრამა უთანხმოების მიზეზი ხდება. კერძო
სამედიცინო კომპანია "ურანტი" ბენეფიციარებისთვის მედიკამენტის
მიწოდებას ვეღარ შეძლებს
. მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი, ფსიქიკური
ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მხრიდან, ივნისში
მეტადონის პროგრამის ტენდერის გაუქმებაა. პაციენტებს ივლისიდან,
ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი მოემსახურება.
"ურანტის" თანამშრომლები მთავრობის მიერ, სფეროს მონოპოლიზაციის
მცდელობაზე საუბრობენ, საპირისპიროს ამტკიცებს ცენტრის გენერალური
დირექტორი და პირობას დებს, რომ პაციენტები, რომლებსაც ახლა "ურანტი"
ემსახურება, არ დაზარალდებიან.