სიახლეები
ქართული მხარის გამოძიება აფრიკაში
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგამოძიებო ჯგუფმა მოქმედებები დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ქართულმა მხარემ სავარაუდო დაზარალებულთან გამოკითხვა, ადგილობრივი გამომძიებლებისა და ადვოკატების ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით ჩაატარა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ცენტრალურ აფრიკაში უცხოელი სამხედროების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოში გაგრძელდება.
Print