
პრეზიდენტი ადვოკატების გვერდით დგას როგორც პიროვნულად, ასევე
ინსტიტუციებით, რომლებსაც ქმნის ჩვენი კონსტიტუცია და საკანონმდებლო
სისტემა
, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა
ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა. ღონისძიებაზე ადვოკატების
უფლებრივ მდგომარეობას განიხილავდნენ. მასში მონაწილეობას ადგილობრივი
უფლებადამცველების გარდა მსოფლიოს თხუთმეტი ქვეყნიდან ჩამოსული
დელეგატები ესწრებიან.