
საპარლამენტო უმრავლესობის წერვები ვარაუდობენ, რომ საქართველოს
მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას წლის ბოლომდე შეძლებენ
. ხელისუფლების წარმომადგენლები ლუქსენბურგში დაგეგმილი შეხვედრის
მოლოდინში არიან. დეპუტატების შეფასებით ვიზალიბერალიზაციის პროცესის
შეფერხება, ქართული მხარის გამო არ ხდება. მათი განმარტებით
საქართველომ ნაკისრი ვალდებულებები სრულყოფილად შეასრულა. მათივე
განმარტებით, ქართული მხარე ინტენსიურად თანამშრომლობს იმ ქვეყნების
წარმომადგენლებთან, რომლებმაც თავდაპირველად თავი შეიკავეს
საქართველოში უვიზოდ მიმოსვლის დაწესებაზე.დეპუტატები იმედოვნებენ,
რომ ამ ქვეყნებთან თანამშრომლობა საქართველოსთვის დადებითი შედეგის
მომტანი იქნება.