სიახლეები
კამპანია ''ეს შენ გეხება''
პარლამენტში ამ დრომდე არ მომხდარა იმ კანონპროექტის ინიცირება, რომელიც კამპანია "ეს შენ გეხებას" წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა - ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით შეიმუშავეს . კანონპროექტის მომზადებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, "ეს შენ გეხებას" წევრი ორგანიზაციების სარჩელის დაკმაყოფილება, რომლის თანახმად ფარული მიყურადების არსებული სისტემა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა და ამ სისტემის ცვლილებისთვის ვადა 2017 წლის 31 მარტამდე განისაზღვრა.
Print