
,,აუდიტორია 115"-ის წევრების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციებმა
სამსახურეობრივი გადაცდომის ფაქტები არ დაადასტურა
. შესაბამისი წერილი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებების
სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" მიიღო. ორგანიზაციამ, შესაბამის
უწყებებს სტუდენტების წერილობითი ახსნა-განმარტებების საფუძველზე,
სამართალდამცველების საქმიანობის შემოწმების მოთხოვნით მიმდინარე წლის
22 აპრილს მიმართა. "იემსიში" ამბობენ, რომ წერილი დაუსაბუთებელია,
რის გამოც განმცხადებლებისთვის უცნობია, თუ რა ღონისძიებები
განახორციელდა გენერალური ინსპექციების მხრიდან და რა მტკიცებულებების
მოპოვება მოხერხდა, რის საფუძველზეც ზეწოლისა და მუქარის ფაქტები არ
დადგინდა.