
წყნეთის მოსახლეობა დედაქალაქის მერს დახმარების თხოვნით მიმართავს.
ადგილობრივების თქმით 2011 წელს დაბაში არსებული სასაფლაო უკანონოდ
გასხვისდა, ძველ სასაფლაოზე კი მიცვალებულთა დასაკრძალად ადგილი
აღარ არის. საკითხს გამოეხმაურა დედაქალაქის მერი. დავით ნარმანიას
თქმით ტერიტორიის გასხვისების ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს,
საკითხს სწავლობს პროკურატურა.ნარმანია მოსახლეობას დაპირდა, რომ თუ
აღნისნულ ტერიტორიაზე გაფართოება ვერ მოხერხდა, ალტერნატიულ ფართს
მოიძიებენ