
ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკება - პუერტო რიკოში. ზურაბ წერეთლის მიერ
შექმნილმა სკულპტურამ ბინა ქალაქ არესიბოს სამხრეთ ნაწილში დაიდო.
გიგანტური ქანდაკება ბრინჯაოსა და ფოლადი 2000-ზე მეტი დეტალისგან
შედგება. წერეთლის ახალი ნამუშევარი იტალიელი მეზღვაურის მიერ
ამერიკის აღმოჩენის 500 წლისთავს ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ
ქართველი მოქანდაკის ქმნილება, ნიო-იორკის თავისუფლების და რიო დე
ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკებაზე ორჯერ მაღალია.