
"ნატომ და ევროკავშირმა საქართველო მიატოვა" ამ სათაურით ვაშინგტონ
პოსტ-ი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორი
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს
, რომ ნატოს გაფართოების შესახებ საუბარი დეკემბერში გაიმართება,
თუმცა საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი ამ
დროისთვის გადაწყვეტილი არ არის. სტატიაში ნათქვამია, რომ "ჩრდილო
ატლანტიკური ალიანსისგან" განსხვავებით საქართველოს ევროკავშირთან
მიმართებაში პროგნოზირებადი ურთიერთობა ჰქონდა და მან ყველა ნაკისრი
ვალდებულება დროულად შეასრულა, თუმცა გერმანიამ, საფრანგეთმა და
იტალიამ ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესი შეაჩერეს. ავტორის
ინფორმაციით ამის მიზეზი საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირება და
ევროკავშირში კრიმინალური დაჯგუფებების არსებობაა.