
"ცხელი ხუთშაბათი"-ამ სახელწოდებით "უმუშევართა კავშირი
დასაქმებისთვის" წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს
. აქციის მონაწილეები პარლამენტისგან "უსახლკაროთა შესახებ" კანონის
მიღებას მოითხოვენ. აქცია პარლამენტიდან "ქართული ოცნების" ოფისთან
მსვლელობით გაგრძელდა, სადაც "ქართული ოცნების" ლიდერებს 2012 წელს
წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები შეახსენეს და მათი შესრულებისკენ
მოუწოდეს.