
ძლიერი სეტყვა შიდა ქართლში. სტიქიამ რეგიონში რამდენიმე სოფელი
დააზარალა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფელ კვარხეთშია.
განადგურებულია ხეხილი, ვაზი და ბოსტნეულის კულტურები
. სტიქიამ ასევე დააზარალა სოფლები ზერტი, სკრა და ვარიანი.
მოსახლეობის უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.
ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ძლიერი წვიმა და
სეტყვა იყო ბორჯომშიც. სეტყვამ სოფელი სადგერი დააზარალა.
ადგილობრივებს მოსავალი თითქმის მთლიანად გაუნადგურდათ. ქალაქში
მოსახლეობის ეზოები და საავტომობილო გზები დაიტბორა, რის გამოც
მოძრაობა შეფერხდა.