სიახლეები
ბათუმში ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს
ბიზნესმენი ალიკა დავითაძე გარდაცვლილი იპოვეს. თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს გარდაცვლილის ძმა მურად დავითაძე . მისი ინფორმაციით მაკაროვის იარაღით მარჯვენა ყურში სასიკვდილო ჭრილობა მას ჯერჯერობით დაუდგენელმა პიროვნებამ მიაყენა.მისი თქმით ოჯახმა გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანა, სადაც გასროლით გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა.
Print