ის პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ ერთ-ერთი ლიდერი გახდება.
პარტია არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და ამომრჩეველს ხელშეკრულების დადებას სთავაზობს. „ცენტრისტების“ წარმომადგენლის, თემურ ხაჩიშვილის განცხადებით, ისინი მოსახლეობას 8-პუნქტიან გეგმას წარუდგენენ, რომელიც, სურვილის შემთხვევაში, რუსული პენსიის დანიშვნას, 2017-ი წლის ბოლომდე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ევრაზიულ კავშირში გაერთიანებას ითვალისწინებს.