
ვიზა-ლიბერალიზაცია და ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა იქნება
მთავარი საკითხები, რასაც გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის კანცლერთან
შეხვედრისას განიხილავს
. პრემიერი გერმანიაში ოფიციალურ ვიზიტს დღეს იწყებს. ის ასევე
შეხვდება ბუნდესტაგის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა ფედერალურ
მინისტრს. გიორგი კვირიკაშვილი ფრიდრიხ ებერტის ფონდშიც გეგმავს
გამოსვლას, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ქვეყნისთვის
ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და რუსეთთან ურთიერთობებზე
ისაუბრებს.