
კრეტის კრება შესაძლოა ქართველების გარეშე ჩატარდეს. წმინდა სინოდმა
მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართა, სადაც დეტალურად არის აღწერილი თუ
რატომ არ მიიღებს
ქართული ეკლესია მონაწილეობას ,,წმინდა და დიდ კრებაში". პროტესტის
მიზეზი ის დოკუმენტები გახდა რომელთა ნაწილშიც ქართული მხარე
შესწორებებს მოითხოვდა, კრების წევრებმა კი ამაზე უარი
განაცხადეს.