
სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით
გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ევროსასამართლოს მიერ გავრცელებულ
პრესრელიზში წერია
, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინასწარი პატიმრობა იყო სრულიად
კანონიერი და დასაბუთებული. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას
განსხვავებულად კითხულობენ ,,ქართული ოცნების" და ,,ნაციონალური
მოძრაობის" წარმომადგენლები.
,,ნაცინალური მოძრაობა" ხელისუფლების სამართლებრივ მარცხზე საუბრობს,
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით კი სტრასბურგის
სასამართლოს ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით
კითხვები არ აქვს და ,,ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები მხოლოდ
პოლიტიკური სპეკულაციაა.