სიახლეები
ივანიშვილის შეხვედრა მედიასთან
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიძინა ივანიშვილმა, სხვა თემებთან ერთად , 13 ივნისის ტრაგედიაზე ისაუბრა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ივანიშვილის თქმით სტიქიის დროს ქართველმა ახალგაზრდებმა ერთობის და ორგანიზებულობის საოცარი მაგალითი აჩვენეს.ყოფილი პრემიერი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებასაც გამოეხმაურა. მისი განმარტებით, საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა და შეფერხების მთავარი მიზეზი, ევროპაში შექმნილი პრობლემებია. ივანიშვილის თქმით, ადრეულ შემოდგომაზე თუ არა, პროცესი ქვეყნის სასარგებლოდ, ყველაზე გვიან წლის ბოლოსთვის გადაწყდება.
Print