სიახლეები
ვიზალიბერალიზაცია გადაიდო - შეფასებები
საქართველოს მოქალაქეები, ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას შემოდგომამდე ვერ შეძლებენ. საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე - ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტში იმსჯელეს . გადაწყვეტილების მიზეზად, კანონმდებლობაში ამ ეტაპზე ე.წ. სამუხრუჭე მექანიზმის არ არსებობა და კონტინენტზე არსებული საემიგრაციო კრიზისი სახელდება. საკითხს მინისტრთა კაბინეტის წევრები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, აღნიშნულის მიზეზი - ევროპაში შექმნილი საემიგრაციო კრიზისია. თუმცა, მინისტრთა კაბინეტის წევრები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველომ ყველა წინაპირობა შეასრულა და უახლოეს პერიოდში პროცესი ქვეყნისთვის სასარგებლოდ დასრულდება.
Print