
"ახლა ჩვენ ხელისუფლების მხარდაჭერა გვჭირდება" - ამ ლოზუნგით ფოთის
პორტის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია მიმდინარეობს. საკონტეინერო
ტერმინალების თანამშრომლები
, სახმელეთო საკონტეინერო ტვირთების დამუშავების მონოპოლიზებასთან
დაკავშირებით ,,აიპიემ ტერმინალის" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, საკითხის ამგვარი გადაწყვეტით,
5000-მდე ადამიანი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩება.