სიახლეები
სტრასბურგის ვერდიქტი მერაბიშვილის საქმეზე
სტრასბურგის სასამართლო ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, დღეს, 14 ივნისს გამოაქვეყნებს. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ-გვერდზეა აღნიშნული , 2013 წლის 21 მაისს დაპატიმრებული მერაბიშვილი ამტკიცებს, რომ 22 და 25 მაისის გადაწყვეტილება, რომელიც მის წინასწარ პატიმრობას გულისხმობდა, გაუგებარ სამართლებრივ ნორმებს ეფუძნებოდა და ყოფილი პრემიერის, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად. მერაბიშვილი ასევე ხაზს უსვამს,რომ საერთაშორისო საზოგადოება ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაპატიმრებას გმობს - ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
Print