სიახლეები
თეა წულუკიანი გიორგი პაპუაშვილის წინააღმდეგ
თეა წულუკიანი გიორგი პაპუაშვილისგან განმარტებებს ითხოვს. იუსტიციის მინისტრს აინეტერესებს რატომ მსჯელობს რუსთავი2 -ის საკონსტიტუციო სარჩელებზე ერთი და იგივე კოლეგია და რატომ განიხილება პოლიტიკურად დატვირთული საქმეები დაჩქარებულად, მაშინ როდესაც სასამართლოს გაცილებით ადრე დარეგისტრირებული 15-მდე სარჩელის ბედი ამ დრომდე არ გადაუწყვეტია. თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას წერილობით უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლომ. ,,იუსტიციის მინისტრის მხრიდან დღეს გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციისა და მოსამართლეების პოლიტიკურ დებატებში ჩართვის მცდელობას"- ნათქვამია განცხადებაში..
Print