
სამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
ამოიღეს. ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოსული
ტრაილერი უკრაინის მიმართულებით მიდიოდა
, მებაჟეებმა სატვირთო ავტომანქანის იატაკში მოწყობილ სპეცილურ
სამალავში 356 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, წინასწარი მონაცემებით,
ჰეროინი აღმოაჩინეს. ავტომანქანის მძღოლი, ჰოლანდიის მოქალაქეა და
სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.