სიახლეები
13 ივნისის სტიქით დაღუპულთა მემორიალი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მეუღლესთან ერთად 13-14 ივნისს ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დადგმული მემორიალი გვირგვინით შეამკო. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სტიქიის დროს სიმამაცე გამოიჩინა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, უშიშროების საბჭოს მდივანი და დედაქალაქის მერი.
Print