
2015 წლის 13 ივნისს ვერეს ხეობაში 21 ადამიანი დაიღუპა, 2 კი ამ
დრომდე დაკარგულად ითვლება. დღეს გარდაცვლილთა მემორიალთან დაღუპულთა
ნათესავები შეკრიბნენ
და მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. ლოცვა დაღუპული ივლიტა
ჯიბუტის მამამ აღავლინა და ოჯახებს ყოველ წლიურად მემორიელთან
შეკრებისკენ და გარდაცვლილთა ლოცვებში მოხსენიებისკენ მოუწოდა.