სიახლეები
პრემიერის განცხადება 13 ივნისზე
ცამეტი ივნისის სტიქიის გახსენებით დაიწყო მთავრობის დღევანდელი სხდომა. პრემიერ-მინისტრმა გასულ წელს, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძირმა . გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა იმ სამუშაოებზე, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უკვე მოახდინა იმ ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფა, რომლებიც სტიქიამ საცხოვრებელი სახლების გარეშე დატოვა. მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს იმ შენობების რეაბილიტაციაც, რომელიც სტიქიამ დააზიანა.
Print