
2015 წელს მომხდარი, 13-14 ივნისის სტიქიური უბედურებიდან ერთი წელი
გავიდა. 13 ივნისის ღამეს მდინარე ვერეს ადირება ბეთანიის გზაზე
წარმოქმნილმა მეწყერმა გამოწვია
. შედეგად მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, დაინგრა სახლები და
განადგურდა ინფრასტრუქტურა. სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს
დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და "მზიურის"
პარკი. წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის
ზოოპარკი და დაიხოცა ცხოველების უმრავლესობა. ოფიციალური მონაცემებით
ტრაგედიას ოცდაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დღემდე
დაკარგულად ითვლება. ძლიერმა წვიმამ და ადიდებულმა მდინარე ვერემ 239
ოჯახი და 1041 ფიზიკური პირი დააზარალა.