სიახლეები
ელისო კილეძე პროკურატურაში
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების ბმული გაზეთ ,,ქრონიკა პლუსის" რედაქტორ ელისო კილაძეს სოციალურ ქსელში გაუგზავნეს . კილაძე მთვარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს დაუკავშირდა და საგამოძიებო უწყებას მისთვის გაგზავნილი ფარული ჩანაწერები წარუდგინა. კილაძის განცხადებით, უწყებაში სამართალდამცველებთან საუბრისა და სოციალური ქსელის დათვალიერების პროცესის დროს უცნობმა პირმა, რომელიც ვიდეო მასალების ბმულებს ავრცელებდა მომხმარებლის სახელი შეცვალა და ელისო კილაძის სახელითა და გვარით დარეგისტრირდა. გაზეთ ,,ქორნიკა პლუსის" რედაქტორი საგამოძიებო უწყებებებსა და მათ ხელმძღვანელებს უმოქმედობაში ადანაშაულებს. მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით კი ახალი ფარული კადრები არ გავრცელბულა. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, იმის დასადგენად თუ ვის მიერ მოხდა უკვე გავრცელებული კადრების ხელახლა გავრცელება.

Print