
რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის
გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შესაბამისად, ამ ეტაპზე,
ტელეკომპანიის 100-ს პროცენტიანი წილის მფლობელი, ქიბარ ხალვაშია
. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რუსთავი2-ის ადვოკატები,
უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ქიბარ ხალვაშს კი ამ ინსტანციის
მოგების იმედიც აქვს. სამართლერივ საქმეში პოლიტიკურ კონტექსტზე
მიანიშნებენ პოლიტიკოსები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებაში
ხელისუფლების ინტერესზე საუბრობენ.