
თბილისის მერმა 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ
ანგარიში შეაჯამა. დავით ნარმანიას თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო
სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის
, ამ დრომდე გრძელდება კოჯორის გზის ერთერთი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
მერის განმარტებით სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 80 მილიონი ლარი უკვე
დაიხარჯა, თუმცა ჯამური ზარალი 100 მილიონია დათვლილი. 80 მილიონიდან
30 მილიონი მოსახლეობის ზარალის ანაზღაურებაზე იქნა გამოყოფილი, ამ 30
მილიონიდან 26 მილიონი მოსახლეობის ფიზიკური და იურიდიული პირებისგან
იქნა შემოწირული, რომელიც მთლიანად იქნა გამოყენებული მოსახლეობის
დასახმარებლად. 40 მილიონი ლარი კი ინფრასტრუქტურული სამუსაოებისთვის
იქნა გახარჯული