
ვასაძის საოჯახო კონგრესზე ნაჩვენები 26 მაისის დარბევის ფოტო
აღმოჩნდა ის, რის გამოც ნაციონალურ მოძრაობაში ითქვა, რომ რუსთავში
მოსწავლეებს ციხის კადრები აჩვენეს
. რუსთავის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა მაესტროსთან საუბრისას
მოსწავლეებისთვის წამების ამსახველი კადრების ჩვენების ფაქტი უარყო.
ლალი ერქომაიშვილის თქმით ლევან ვასაძის გამოსვლის რამდენიმე ეპიზოდი
მოსწავლეებს ისტორიის გაკვეთილზე უჩვენეს. დირექტორი საკითხის
პოლიტიზირებაზე მიუთითებს და მშობელს არასწორი ინფორმაციის
გავრცელებაში სდებს ბრალს. მაესტროს ჟურნალისტი შეხვდა იმ ბავშვის
მშობელს რომელიც ისტორიის გაკვეთილს ესწრებოდა. მშობლის თქმით სკოლაში
წამების ამსახველი კადრები არ უჩვენებიათ.