
თბილისის მერმა 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ
ანგარიში საზოგადოებას და მედიას წარუდგინა
. დავით ნარმანიას თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 80 მილიონი ლარი
უკვე დაიხარჯა, თუმცა ჯამური ზარალი 100 მილიონია დათვლილი. 80
მილიონიდან 30 მილიონი მოსახლეობის ზარალის ანაზღაურებაზე იქნა
გამოყოფილი, ამ 30 მილიონიდან 26 მილიონი მოსახლეობის ფიზიკური და
იურიდიული პირებისგან იქნა შემოწირული, რომელიც მთლიანად იქნა
გამოყენებული მოსახლეობის დასახმარებლად. 40 მილიონი ლარი კი
ინფრასტრუქტურული სამუსაოებისთვის იქნა გახარჯული. მერის თქმით
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბოლომდე დასრულებული ჯერ არ არის.
ნარმანიას განმარტებით ამ დრომდე გრძელდება კოჯორის სამადლოს გზის
სარეაბილიტაციო სამუშაოები.