სიახლეები
''რუსთავი 2''-ის საქმე
რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ ტელეკომპანიის წილის 60% ქიბარ ხალვაშს , 40 კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია ,,პანორამას" გადასცა. რუსთავი2-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გამარჯვება ხელისუფლების ხელშია, თუმცა საბოლოო ომს რუსთავი2 მოიგებს. ტელეკომპანიის ადვოკატები, ისევ მოსამართლეთა არაკვალიფიციურობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეს საქმე უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს. ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია კი აცხადებს, რომ ეს საქმე ქიბარ ხალვაშის გამარჯვებით უნდა დასრულდეს.
Print