სიახლეები
ვიზალიბერალიზაციის საკითხი
"ქვეყნის ვიზალიბერალიზაციისთვის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა" - განცხადებას იუსტიციის მინისტრი აკეთებს. თეა წულუკიანის თქმით , მიუხედავად პოლიტიკური გადაწყვეტილების დაგვიანებისა, მთავრობას ოპტიმისტური მოლოდინები აქვს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით კი, საქართველომ შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლისათვის აუცილებელი ყველა პირობა შეასრულა. ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით უახლოეს მომავალში ისარგებლებენ.
Print