
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განიხილავენ დღეს
პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე
. უმრავლესობა გეგმავს გაითვალისწინოს გიორგი მარგველაშვილის
რეკომენდაციები. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ვენეციის კომისიის
რეკომენდაციები ბოლომდე არ არის გაზიარებული. ,,ნაციონალური
მოძრაობის" წევრები სხდომას არ ესწრებიან, ვინაიდან მათ ბოიკოტი აქვთ
გამოცხადებული საპარლამენტო საქმიანობისთვის.